ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავალი აღდგა
ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავალი აღდგა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში: რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს; მოეწყო პიედესტალი ორთქლმავლისთვის; პიედესტალი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით; მოედანზე მოეწყო განათების ბოძები.
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბემა“ ასრულებდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 69 590 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.