ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ დაშავებულების ან გარდაცვლილების რიცხვი შესაძლოა 35-ს აღემატებოდეს. ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა 20-ს შეადგენდა.

ქაბულის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები