“ყირიმში ოკუპანტების წინააღმდეგ აშშ-ის და პარტნიორების მიერ გადმოცემული იარაღის გამოყენების შეზღუდვა არ გვაქვს” – რეზნიკოვი

შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი არ შეიძლება იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იარაღს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და პარტნიორებმა მოგვაწოდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მაგრამ, თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები