ლაგოდეხის მერმა სოციალური პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები მოინახულა

435-მა მოქალაქემ ისარგებლა, მერიის, სხვადასხვა სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურებით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 212 832 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის მერიის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამით მოსარგებლე, ის ბენეფიციარები მოინახულა, რომლებმაც სტაციონარი უკვე დატოვეს.
მერი, მოქალაქეებს სახლში ესტუმრა, მათი პოსტოპერაციული მდგომარეობით დაინტერესდა და გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები