ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7877 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0142 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8378 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8426 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები