მიხეილ სარჯველაძე – სოსო გოგაშვილზე: ფაქტია, რომ დღეს ეს ადამიანი კადრულობს ყველაფერს ყველას მიმართ

“მე არ ვიცი ეს რა მენტალობის კაცია, ოდნავი პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ საკუთარი ნამოქმედარი კარგად გადააფასო და შეაფასო”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებული სოსო გოგაშვილის განცხადებებს.

მისივე თქმით, გოგაშვილი ყველაფერს კადრულობს.

„თქვენ როგორ გგონიათ, მე ვარ კრიმინალი და სოსო გოგაშვილი არის წმინდა კაცი?! თუ ვინმეს სჯერა საზოგადოებაში, რომ მაგალითად, მე ვარ კრიმინალი და სოსო გოგაშვილი არის წმინდა პიროვნება – მე ასე არ ვფიქრობ და ამას მალაპარაკებს არა საკუთარ თავზე დიდი შეხედულება, არამედ ის რეალობა, რომელსაც კარგად ვადევნებთ თვალს. მე არ ვიცი ეს რა მენტალობის კაცია, ოდნავი პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ საკუთარი ნამოქმედარი კარგად გადააფასო და შეაფასო და ამის სწორი აღქმები არ დაკარგო მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ნაპირის სხვა მხარეს დგახარ. ფაქტია, რომ დღეს ეს ადამიანი კადრულობს ყველაფერს ყველას მიმართ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები