პუტინმა ნატო ფარისევლობაში დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კოლექტიური დასავლეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემას მიზანმიმართულად ანადგურებს, ნატო კი აღმოსავლეთით ფართოვდება, რასაც, ფარისევლად ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერებით ხსნის, თუმცა სინამდვილეში საპირისპირო ხდება.
ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების X კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
“ე.წ. კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, აერთიანებს ახალ სამხედრო ალიანსებს.
ნატოს ბლოკი აღმოსავლეთით ფართოვდება, ავითარებს თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ახორციელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას და შეტევითი ძალების დარტყმის შესაძლებლობებს ზრდის. ამას ფარისევლად ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ საპირისპირო ხდება”,- თქვა პუტინმა.