გაერო: მილიონობით ავღანელი შიმშილის ზღვარზეა

ზამთრის მოახლოებასთან და ჰუმანიტარული ღონისძიებების არასაკმარისი დაფინანსების გამო, მილიონობით ავღანელი შიმშილის ზღვარზეა.

ამის შესახებ ავღანეთში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, რამიზ ალაქბაროვმა ჟურნალისტებს ქაბულიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით განუცხადა.

„სიტუაციის საუკეთესო აღწერაა, რომ ეს არის ნამდვილი კატასტროფა“, – თქვა მან.

ალაქბაროვის თქმით, 19 მილიონი ადამიანი საკვების დეფიციტს განიცდის, მათგან 6,6 მილიონისთვის მდგომარეობა საგანგებო ხასიათის არის, რადგან მათ შიმშილს ერთი ნაბიჯი აშორებს.

რამიზ ალაქბაროვი ასევე ამბობს, რომ ავღანეთის 40 მილიონი მოსახლეობიდან 35 მილიონი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ძირითადი საკვები პროდუქტების კალათის ღირებულება, თითქმის 30%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები