პენტაგონის ხელმძღვანელი კორონავირუსით, წელს უკვე მეორედ დაინფიცირდა

პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი კორონავირუსით, წელს უკვე მეორედ დაინფიცირდა.

ამის შესახებ თავად ოსტინმა დაწერა.

მისი თქმით, მსუბუქი სიმპტომები აქვს, შესაბამისად მუშაობას ჩვეული გრაფიკით, თუმცა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

ლოიდ ოსტინის თქმით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კარანტინში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში იქნება და „სრულ უფლებამოსილებას შეინარჩუნებს“.

69 წლის ოსტინს COVID-19 იანვარში დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები