ნორვეგია გერმანიასა და ევროპაში გაზის მიწოდებას ვერ გაზრდის – ქვეყნის პრემიერი

ნორვეგიას ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა გერმანიასა და ევროპაში გაზის მიწოდება გააფართოვოს.

ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტორემ, ოსლოში გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განაცხადა, წერს Spiegel-ი.

„ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ამჟამად იმაზე მეტს ვაწვდით, ვიდრე ადრე“, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ნორვეგიამ გაზარდა გაზის ექსპორტი და ამჟამად აწვდის „მაქსიმუმს, რისი მიწოდებაც შეგვიძლია“.

ნორვეგიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, წარმოება უკვე, თითქმის 10%-ით გაიზარდა. მოპოვების გასაზრდელად კი საჭიროა ახალი გაზის საბადოების განვითარება.

გერმანიისთვის, ნორვეგია, რუსეთის შემდეგ გაზის სიდიდით მეორე მიმწოდებელია.

ამჟამად, ნორვეგია გერმანიის საჭიროებების 30%-ზე მეტს ფარავს და მისი იმპორტი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულმა, ნორვეგიას რუსული გაზის ნაწილობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები