რუსული ფლოტის ეფექტურობა შეზღუდულია, უკრაინა ძირს უთხრის რუსეთის შეჭრის სტრატეგიას – ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემით, ამჟამად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ეფექტურობა შეზღუდულია, რაც ძირს უთხრის რუსეთის შეჭრის სტრატეგიას.
აღნიშნულია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები უკიდურესად თავდაცვით პოზიციაში რჩებიან და პატრულირებენ, როგორც წესი, მხოლოდ ყირიმის სანაპიროს მახლობლად მდებარე წყლებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რო ეს ეწინააღმდეგება რუსეთის საზღვაო ძალების გაზრდილ აქტივობას სხვა ზღვებში, რაც დამახასიათებელია წელიწადის ამ დროისთვის.
ამასთანავე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აგრძელებს ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას სახმელეთო შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, მაგრამ, ამჟამად მას ზღვაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება უჭირს.
მან დაკარგა ფლაგმანი “მოსკვა”, საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების მნიშვნელოვანი ნაწილი და კუნძულ ზმეინიზე კონტროლი.