ოთხჯერ აცრილი Pfizer-ის დირექტორი კორონავირუსით დაინფიცირდა

ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა, რომელიც კორონავირუსისგან ოთხჯერ აიცრა, კოვიდდადებითია.

ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.

„მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მაქვს. მადლობელი ვარ, რომ მივიღე Pfizer-BioNTech ვაქცინის ოთხი დოზა, თავს კარგად ვგრძნობ, მაქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები“, – დაწერა ბურლამ.

ბურლა თვითიზოლაციაში გადავიდა და პრეპარატ Paxlovid-ით მკურნალობა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები