რუსული მხარე აცხადებს, რომ ბრიტანულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

ბრიტანულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბარენცის ზღვაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი უცნობი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს.

რუსულმა გამანადგურებელმა აიძულა ბრიტანული თვითმფრინავი, რომ მათი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები