„იფიქრეთ დისიდენტებზე“ – ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე

German Chancellor Olaf Scholz attends a news conference during the German-Indian government consultations at the Chancellery in Berlin, Germany May 2, 2022. REUTERS/Michele Tantussi

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის თაობაზე დებატების სივრცე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ არ გაურთულდეს ცხოვრება კრემლის იმ ოპონენტებს, რომლებიც რუსეთიდან გარბიან.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაგონება, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის რეჟიმს. ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა“, – განაცხდა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ინიციატივას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის ყველა მოქალაქეს შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები