ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას

“ევროკომისია ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას – გვაქვს მიზანი, წლის ბოლოსთვის შესრულდეს მთელი რიგი მიმართულებები, რაც 12 რეკომენდაციასა და კომისიის დასკვნაშია მოცემული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ევროკომისია კიდევ ერთხელ ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზას. აღნიშნულია მთელი რიგი მიღწევები, რაც საქართველომ ამ გზაზე განვლო, შეასრულა და ჩვენი კანონმდებლობის თავსებადობა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით გატარებული პოლიტიკა რამდენად მაღალ დონეზეა შეფასებული იმ გამოწვევების ფონზე, რა გამოწვევებიც პანდემიამ და შემდგომში უკვე ომმა შეუქმნა, მათ შორის ევროპას.

ჩვენ ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის პროცესში ვითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ამ რეკომენდაციებშია მოცემული და ასევე რაც ასახულია ამ კომისიის დასკვნაში. ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მიზანი, წლის ბოლოსთვის შესრულდეს მთელი რიგი მიმართულებები, რაც არის 12 რეკომენდაციაში და კომისიის დასკვნაშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები