“ენერგოატომი”: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკი არსებობს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს.

ამის შესახებ “ენერგოატომი” იტყობინება.

აღინიშნება, რომ დაბომბვის შედეგად, სერიოზულად დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური, კომბინირებული დამხმარე შენობა, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების სატუმბი სადგური, ასევე 750 კვ (ORU-750) ღია გამანაწილებელი მოწყობილობა.

ენერგოატომში” ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ, სერიოზული საფრთხე შეუქმნა სადგურის უსაფრთხო მუშაობას. ერთ-ერთ ბლოკზე ავარიული დაცვა ამუშავდა – ამჟამად, სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან ერთი გამორთულია.

გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სადგურის ტერიტორიის გარეთ მდებარე სახანძრო სადგურს. იგი შექმნილია სადგურის ხანძრისგან დასაცავად და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მათი ჩაქრობისთვის.

ანერგოატომში” აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვის რისკი. გარდა ამისა, შენარჩუნებულია ხანძრის მაღალი დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები