დიმიტრი ხუნდაძე: საჭიროდ ჩავთვალეთ, კულისები უფრო მეტად გაგვეხსნა
“საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კულისები უფრო მეტად გაგვეხსნა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რომ ჩვენ მათთან ერთად დავაზღვიოთ ის რეალური და სახიფათო რისკები რაც ჯერ კიდევ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წყარო ხალხია და არა საელჩო.
“კელი დეგნანის კეზერაშვილის ტელევიზიიდან ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე ამდაგვარი პასუხებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კულისები უფრო მეტად გაგვეხსნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რომ ჩვენ მათთან ერთად დავაზღვიოთ ის რეალური და სახიფათო რისკები რაც ჯერ კიდევ არსებობს და ასევე ის, რომ ქვეყანა არ იმართებოდეს იძულების გზით კელი დეგნანის ან ნებისმიერი საელჩოს მხრიდან. ჩვენ გვინდა რეალური დამოუკიდებლობა და არა სახელ დამოკიდებულება, რაც უკვე წარსულში გვაქვს ნანახი. ჩვენ არ ვაპირებთ არც წარსულში დაბრუნებას. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მხრიდან არჩევნების გზით. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა საელჩო. ჩვენ გვინდა, რომ რეალური რისკები იყოს თავიდან აცილებული, ამაში ჩვენ ხელს ვერავინ შეგვიშლის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობამ – „ხალხის ძალამ“, დღეს განცხადება გაავრცელა. ხუნდაძე, პოლიტიკა