“ხალხის ძალა”: საელჩომ სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენა

“საელჩომ სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

“სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფორსირების პროცესი სწორედ საქართველოსთვის მოიგონეს, რომელიც საბოლოოდ იმ შედეგზე იყო გათვლილი, რომ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭებოდა, ხოლო საქართველოს – არა, რასაც, საელჩოს გათვლით, საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება და ბაკურიანში განხილული რევოლუციური სცენარის აგორება უნდა გამოეწვია. აშკარა იყო, რომ საელჩო ევროკავშირის უარის ეფექტზე ძალიან დიდ ფსონს დებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის წამყვან ენჯეოებს სრული პოლიტიკური თვითლუსტრაციისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის დაყენებისთვის არ გაიმეტებდა. არც მანამდე იზრუნებდა ამდენს სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაზე და ამისათვის, მისი ორივე შვილის ნახტომისებურ სამსახურებრივ დაწინაურებას არ უზრუნველყოფდა. თუ თითქმის უფუნქციო პრეზიდენტზე მანამდე დიდ რესურსს არ ხარჯავდნენ, ახლა აქაც კი მაქსიმალური ინვესტიცია ჩადეს და სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას გზას გაუყენეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები