პესკოვი აცხადებს, რომ თუ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში გაიხსნება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ თურქული უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში გაიხსნება, ის „დაუყოვნებლივ დემილიტარიზდება“.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ასეთი ობიექტის შექმნის ფაქტი, დიდი ალბათობით, მაშინვე დემილიტარიზებული იქნება. ის მხოლოდ გაახანგრძლივებს უკრაინელების ტანჯვას, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს იმას, რაც არის რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიზანი“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს, თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა, რომ თურქეთმა და უკრაინამ ქარხნის მშენებლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის წარმოებას დაიწყებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები