აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გენერალური პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მანჰეტენის ოფისში მისვლიდან ერთი საათის შემდეგ, ტრამპმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი, ლეტიცია ჯეიმსი გააკრიტიკა.
„წლების მუშაობა და ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ ხანგრძლივ მდუღარე საგაზე და სრულიად უშედეგოდ. მე უარი ვთქვი, პასუხი გამეცა კითხვებზე აშშ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებული თითოეული მოქალაქის უფლებისა და პრივილეგიის ფარგლებში“, – აცხადებს ტრამპი.
პროკურატურა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორგანიზაციას თაღლითური გზით ან აქტივების შეცდომაში შემყვანი შეფასებით საგადასახადო შეღავათებისა და სესხების მიღებას ედავება.