რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იუწყება.
საკრებულოს ინფორმაციით, აფეთქება დაახლოებით, 12:00 საათზე, ცენტრალურ უბანში, ეკო-ბაზრობასთან მოხდა.
„მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. ველოდებით განახლებულ სიახლეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, ოკუპანტები სავარაუდოდ, დაბომბვის შედეგად დანგრეულ სახლებს აფეთქებენ, რომელთა აღდგენა შეუძლებელია.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, ოკუპანტებმა გაზმომარაგების აღდგენა სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს.