“ბაიდენმა ჩხრეკაზე ყველაფერი იცოდა, ისევე როგორც ჰანტერის “გარიგებების” შესახებ” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პალმ ბიჩის სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმირებული იყო, ისევე როგორც საკუთარი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებების შესახებ.

ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა.

“ბაიდენმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, ისევე როგორც ჰანტერის “გარიგებების” შესახებ”, – დაწერა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

FBI-მ წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებს, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენმა ჩხრეკის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან სამართალდამცველებს აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლში არავინ გაუფრთხილებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები