საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ლანდესისა და ჟირონდის დეპარტამენტებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჟირონდის დეპარტამენტში სახლები 3,5 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის ჰოსტინისა და სენ-მანის მუნიციპალიტეტებში, ლანდაში კი, რამდენიმე ასეული მოქლაქეა ევაკუირებული.
ამავდროულად, ტყის 6000 ჰექტარი უკვე დამწვარია.
ჟირონდის ქალაქ ბელენ-ბელიეში 16 სახლი დაინგრა. ხანძრის ჩასაქრობად 300 მეხანძრე გამოიძახეს, მათგან ორი დაშავდა.
ჟირონდაში, გასულ თვეში ორი დიდი ხანძრის შედეგად ტყის 20 ათას ჰექტარზე მეტი დაიწვა.
Le Figaro აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ტყის ხანძრები, ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობა წესებს არ იცავს. სარისკო ზონებში ადამიანებს საკუთარი სახლებიდან 50 მეტრის რადიუსში ბუჩქების აღება ევალებათ, თუმცა ამას ყველა არ აკეთებს. აღნიშნული კი, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.