CNN: რუსებს ირანში ადგილობრივი წარმოების დრონების მართვას ასწავლიან
ირანში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსები ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას სწავლობენ.
ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომელსაც აშშ-ს სადაზვერვო მონაცემზე აქვს წვდომა.
„რუსეთისთვის ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის შეთანხმების ფარგლებში, ირანში უკვე რამდენიმე კვირაა, რუსი ოფიციალური პირები ამ აპარატების მართვას სწავლობენ”,- ამბობს წყარო და დასძენს, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია იმის, რომ თეირანი მზად არის მოსკოვს აღნიშნული დრონები გადასცეს.
ივლისში CNN-სთვის გახდა ცნობილი, რომ ირანში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, რომლის მიზანი ირანულ დრონებთან Shahed-191 და Shahed -192-თან გაცნობა იყო, რომლებსაც მაღალი სიზუსტის რაკეტების ტარება შეუძლიათ.
მაშინ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა თქვა, რომ ირანი მზად არის რუსეთს ასობით ასეთი დრონი მიყიდოს.