რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ოვსიანიკოვამ “ОВД-Инфо”-ს განუცხადა.

როგორც მისმა ადვოკატმა, დმიტრი ზახვატოვმა ტელეგრამში დაწერა, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა “რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის”.

ოვსიანიკოვას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოვსიანიკოვა ორჯერ იყო დაჯარიმებული რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით: ივლისის ბოლოს 50 ათასი რუბლით, შემდეგ კიდევ 40 ათასით (სოციალურ ქსელებში ომის საწინააღმდეგო პოსტის გამო).

14 მარტს, ომის საწინააღმდეგო პლაკატით მარინა ოვსიანიკოვა, რამდენიმე წამით, პირველი არხის გადაცემა “Время”-ს პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. მანამდე მან ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომელშიც რუსებს ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა.

აღნიშნული ქმედებისთვის ოვსიანიკოვა დააჯარიმეს, ამის შემდეგ ის პირველი არხი დატოვა და გერმანულ გამოცემა Die Welt-ში შტატგარეშე კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა. ივლისის დასაწყისში ჟურნალისტი  რუსეთში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები