რუსი და ბელარუსი სამხედროები 11 აგვისტომდე ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპს ჩაატარებენ
რუსი და ბელარუსი სამხედროები 11 აგვისტომდე, ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპს ჩაატარებენ, რომლის მთავარი ამოცანა საბრძოლო სროლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან, ასევე ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.