მედია: ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსეთის მმართველი პარტიის “ედინაია როსიას” ოფისი ააფეთქეს

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ადგილობრივმა აქტივისტებმა  რუსეთის მმართველის პარტიის “ედინაია როსიას” შტაბი ააფეთქეს.

ამის შესახებ RIA Melitopol წერს.

აღინიშნება, რომ ამ შტაბში “რაშისტები” ე.წ. რეფერენდუმისთვის ემზადებიან.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედიასაშუალება წერს, რომ მომხდარი არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ამ ყალბ ე.წ. რეფერენდუმში აპირებს მონაწილეობას.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ მელიტოპოლში ე.წ. საარჩევნო ვიდეო რგოლის, ოკუპანტების მხარდამჭერი ვიდეოს გადასაღებად დაიწყეს მზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები