ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი პალმ-ბიჩზე გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც იანი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, მილიონობით ამერიკელი ყოფილი პრეზიდენტის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს.

„ტრამპის ფანი არ ვარ. მინდა, რომ ის რაც შეიძლება შორს იყოს თეთრი სახლისგან. მაგრამ მისი მიმართვის ფუნდამენტური ნაწილი იყო ის, რომ ის კორუმპირებული სამთავრობო წყობის წინააღმდეგ გამოდის. ეს რეიდი აძლიერებს ამ პოზიციას მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებიც ამას უსამართლო დევნად აღიქვამენ“, – წერს ენდრიუ იანი Twitter-ზე.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ჩხრეკა ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კონკრეტული ოფისის მიერ იყო სანქცირებული.

„როგორც ჩანს, ჩხრეკა სანქცირებული იყო ადგილობრივი მოსამართლის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კონკრეტული ოფისის მიერ, მთავრობის უმაღლეს დონეზე შეთანხმების ან შეტყობინების გარეშე, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს და არ განასხვავებს. ეს ალბათ, ბიუროკრატიული მომენტია, თუმცა პოლიტიკურად ჩანს“, – აღნიშნა ენდრიუ იანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები