ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი, სერგეი ოქსიონოვი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.

აფეთქებები საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან მოხდა, რომლის გამომწვევ მიზეზად რუსეთის თავდაცვის უწყება საბრძოლო მასალების დეტონაციას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები