„სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა“ – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა და ტაივანში მისი ვიზიტის შემდეგ მყიფე კრიზისში იმყოფება.

„მე ვფიქრობ, რომ ის მყიფე კრიზისშია. მას აქვს პრობლემები ეკონომიკასთან დაკავშირებით. ის შეშინებული ხულიგანივით იქცევა“, – აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

როგორც მან აღნიშნა, არ აპირებდა ტაივანის აზიის ტურნეს სიიდან ამოღებას, რადგან აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ტაივანის პრეზიდენტმა მიიწვია.

„ჩინეთის პრეზიდენტი ჩვენს განრიგს არ ადგენს“, – განაცხადა პელოსიმ.

ცნობისთვის, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც გასულ კვირას ტაივანს ეწვია და რომლის ვიზიტმაც ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები