ირაკლი ქადაგიშვილი: მელიას მოვუწოდებ, თავისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები გაიხსენოს

“ნიკა მელიამ თავისი პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავისი პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უნდა გაიხსენოს.

„ნიკა მელიას მოვუწოდებ თავისი პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე და მიტოვებული საქართველო გაიხსენონ, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავისი პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავისი პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს, ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იტყვიან ენას ძვალი არ აქვს და შუბლზე ძარღვი არ აქვს. რასაც თვითონ აკეთებენ იმას აბრალებენ სხვას. რა სერიოზული კომენტარი შეიძლება მის ამ რაღაცა გულზე მჯიღის რტყმას გაუკეთოს ადამიანმა, პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები