რუსეთთან ომი ზელენსკის პრეზიდენტობის დროს დასრულდება – პოდოლიაკი
რუსეთთან ომი ვოლოდიმორ ზელენსკის პრეზიდენტობის დროს დასრულდება, რადგან საომარი მდგომარეობის დროს, კონსტიტუციით, არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, – განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ომი უკრაინის გამარჯვებით მენეჯერ ზელენსკის მეთაურობით დასრულდება.
“ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო რუსამდე ვიბრძოლებთ – ეს პირველია. მეორე – ასეთი არჩევანი ნამდვილად არ იქნება, დამიჯერეთ. და მესამე – პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად პასუხისმგებელი ადამიანია, რომელიც ბოლომდე ეფექტურად გაუძღვება უკრაინის თავდაცვის სისტემას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რუსეთის მხრიდან.
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეორე მხარეს. მათი მთელი პოლიტიკური ელიტა ოდნავ არაადეკვატურ პროპაგანდისტულ მდგომარეობაშია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მემკვიდრე. მაგრამ ვფიქრობ, როგორც კი რუსეთი მიიღებს რიგ მნიშვნელოვანი ტაქტიკურ მარცხს, დაიწყება გარკვეული შიდა ელიტური კონფლიქტური პროცესები, რამაც, შესაძლოა ძალაუფლების განსხვავებული კონფიგურაცია გამოიწვიოს სხვა ლიდერებთან – დიდი ალბათობით, დროებით მმართველებთან“, – მიიჩნევს პოდოლიაკი.