“დროა, რუსეთიდან ტურიზმი შევაჩეროთ” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი გამოდის წინადადებით ევროკავშირში მოგზაურობისთვის რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყდეს.

ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.

„უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი – პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“, – დაწერა პოლიტიკოსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია ახლა დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, რუსეთის მეზობლები – ფინეთი, ესტონეთი და ლატვია – ატარებენ ტვირთს.

„რუსეთიდან ტურიზმის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს”, – დაწერა კაია კალასმა.

მანამდე ანალოგური წინადადებით ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვა.

The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა მათ ქვეყნებში რუსეთის ყველა მოქალაქეს შესვლა აუკრძალონ, რომ შეწყდეს უკრაინის ტერიტორიის ანექსია.

მისი თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ“. უკრაინის პირველი პირის თქმით, “რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ, ვიდრე თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები