მედვედევმა ზელენსკი ჰიტლერს შეადარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.

”მთავარი უკრაინელი ჯამბაზი გამოვიდა წინადადებით, რომ “პასუხისგებაში რუსეთის მთელი მოსახლეობა იყოს მიცემული”. მთელ ერთად მიმართებით ამგვარი იდეების რეალიზაციის მცდელობა უკანასკნელად ადოლფ ჰიტლერს ჰქონდა. კიდევ გაქვთ რაიმე კითხვა უკრაინის ძალაუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?“ – დაწერა მან.

ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა მათ ქვეყნებში რუსეთის ყველა მოქალაქეს შესვლა აუკრძალონ, რომ შეწყდეს უკრაინის ტერიტორიის ანექსია.

როგორც მან The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ“. უკრაინის პირველი პირის თქმით, “რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ, ვიდრე თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები