ირაკლი ქადაგიშვილი: 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს

„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს, მანამდე ეს ყოველთვის იყო 8 აგვისტო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს.

„არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები – 9 აგვისტოს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია. ცალსახად ყველაფერი დოკუმენტების მიხედვით ითქმება და 9 აგვისტოს არის გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. პრეზიდენტის განკარგულებაა, ირაკლი ქადაგიშვილის კი არა. 7 აგვისტოს უნდა აღვნიშნოთო, ამას არ ამბობდნენ მანამ, სანამ ის რეზოლუცია, რაც ევროსაბჭოში მიიღეს, მიჩქმალული იყო, როცა ეს ნათელი გახდა, რასაც ხმა მისცეს იმ რეზოლუციაში, რომ 7 აგვისტოს დაიწყო საქართველომ ცხინვალის დაბომბვა, ამის შემდეგ დაიწყეს ფიქრი, როგორ გაემართლებინათ რეზოლუციაში ამ ჩანაწერის არსებობა. მთავარია გმირების ხსოვნას მივაგოთ ამ დღეს პატივი და არ გავხდეთ იმ სპეკულაციის თანამონაწილე, რასაც „ნაციონალურ მოძრაობა“ აკეთებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები