გია ვოლსკი: არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც რუსეთის აგრესიას ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული.
“ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება, შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფნის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2012 წლიდან, არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.