ისრაელის პრემიერი: მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზადან ისრაელზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის მიმართ

FILE PHOTO: Israeli Foreign Minister Yair Lapid speaks next to Prime Minister Naftali Bennett (not pictured) as they give a statement at the Knesset, Israel's parliament, in Jerusalem, June 20, 2022. REUTERS/Ronen Zvulun/File Photo

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ისრაელის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის მიმართ.

„დირექტივა, რომელიც უშიშროების ძალებმა ჩვენგან მიიღეს მკაფიო იყო: ისრაელი არ იქნება გულხელდაკრეფილი, როცა არსებობენ ისეთები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ მის მშვიდობიან მოსახლეობას. ამ მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ნებისმიერი სახის თავდასხმის მცდელობის მიმართ“, – განაცხადა ლაპიდმა.

მისი თქმით, ყველა, ვისი დაპატიმრებაც საჭირო იქნება, დაკავებული იქნება.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ჯარისკაცების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას მკაცრი პასუხი მოჰყვება.

„ისრაელის ხალხი ძლიერია, მათ ესმით შეკავების მნიშვნელობა, ისინი სამხრეთის მცხოვრებლების გვერდით დგანან. ჩვენი უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის. მტერს ძალით, ერთად დავუპირისპირდებით“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ისრაელმა ჩაატარა ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია უშუალო საფრთხის წინააღმდეგ.

„ჩვენ არ ვებრძვით ღაზის ხალხს. „ისლამური ჯიჰადი“ ირანის მარიონეტული წარმომადგენელია, რომელსაც სურს გაანადგუროს ისრაელის სახელმწიფო და მოკლას უდანაშაულო მოქალაქეები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა იაირ ლაპიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები