ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა

ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ პალესტინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 5 წლის გოგონაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს.

„ისრაელის მთავრობა არ დაუშვებს ღაზას სექტორში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ არ მისცემს უფლებას ღაზას სექტორში დღის წესრიგი დაადგინონ და ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრონ. ყველა ვინც ეცდება, რომ ისრაელს ზიანი მიაყენოს, ახსოვდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ყველას გიპოვით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები