ოკუპანტებმა კრივოროჟსკი და მიკოლაევი დაბომბეს (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი რაიონი – მიკოლეავი და კრივოროჟსკი დაბომბეს.

როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

მიკოლაევში სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტა ჩამოვარდა, დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი და სამეურნეო შენობა.

“გაჩნდა ხანძარი, ადგილობრივ საწარმოში გაანადგურეს ავტობუსი და რამდენიმე მანქანა“, – დაწერა მან.

მისივე ინფორმაციით, მტერმა X-59 რაკეტა მირსკის თემს (ზაპოროჟიეს ოლქი) დაუმიზნა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნგრევაა, დაზიანდა გაზსადენი. წინასწარი ვერსიით, მსხვერპლი არ არის.

კრივოროჟიეს რაიონში ოკუპანტები “ურაგანებიდან” და ქვემეხი არტილერიიდან ისროდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები