ზელენსკი აფრიკელ ლიდერებს მოუწოდებს, თავიანთ ქვეყნებში რუს ოფიციალურ პირებს არ უმასპინძლონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკის ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, რუს ოფიციალურ პირებს თავიანთ ქვეყნებში არ უმასპინძლონ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი დიპლომატიური იზოლაციის ქვეშ უნდა მოექცეს და მსოფლიომ ზურგი უნდა აქციოს.

„არ შეიძლება რუსეთიდან ოფიციალური პირების მიღება, რომლებიც მოდიან და თავს მშვიდობის ადამიანებად აჩვენებენ. თქვენთან მოდიან, რადგან სხვაგან არსად მიესალმებიან მათ. თქვენთან მოდიან, რადგან თქვენს კონტინენტზე ომს არ აწარმოებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფრიკის ქვეყნები: ეგვიპტე, ეთიოპია, უგანდა და კონგოს რესპუბლიკა მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები