რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. დაშავდა სამი ადამიანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.
„ოკუპანტები თავს დაესხნენ შევჩენკოვსკის სამრეწველო რაიონს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები.