კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტთან არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაცია”  სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნეს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტს, თათია ღვინერიას მოუსმინეს. მან დეპუტატებს პრეზენტაციის ფორმატით გააცნო დასაბუთებული მოსაზრებები, რომელიც კომიტეტმა მიიღო თემატური მოკვლევის ფარგლებში, ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის საპასუხოდ.

„სამუშაო შეხვედრაზე  გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები  წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა რამდენიმე საფორტიფიკაციო შენობა-ნაგებობა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპზე, ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოვიწვევთ და მოვუსმენთ იმ  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, სადაც აღნიშნული შენობა-ნაგებობები მდებარეობს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ.

აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ციხე-სიმაგრეები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ მათ ახალი შინაარსი და ფუნქცია შეიძინონ.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ციხე-სიმაგრეები პირდაპირ განადგურების საფრთხის ქვეშ არიან, ან უკვე ნადგურდებიან. სწორედ ამიტომ, „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ვმუშაობთ თემატურ მოკვლევაზე. მოკვლევის ჯგუფი ვმსჯელობთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფიზიკურად გადარჩეს და ახალი შინაარსით დაიტვირთოს ციხესიმაგრეები”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები