კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის გზის საფარი ეწყობა, სოფელ კორბოულში გოგალაძეები, დარბაიძეების უბანში.
პროექტი გარდამავალია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
,,სოფელი კორბოული მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია. გამართული ინფრასტრუქტურა კი სოფლისთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მოსახლეობის აზრს და ვცდილობთ, შეხვედრების დროს, მათ მიერ დაყენებული საკითხები სისრულეში მოვიყვანოთ”, – აცხადებს ლევან ივანაშვილი.