12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს სამუშაო ჯგუფები შეიქმნება
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პუნქტების შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.
სულ იქნება 5 სამუშაო ჯგუფი, მათ შორის: დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.
„ვინაიდან 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განსაზღვრულია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, თითოეულ მიმართულებას ექნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილია ყველა დაინტერესებული სუბიექტი, იქნება ეს კონკრეტული უწყების წარმომადგენელი თუ სამოქალაქო საზოგადოება“, – თქვა ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და მაქსიმალურად იქნებიან ჩართულნი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.