გოგა ხაინდრავა – დანილოვის განცხადებაზე: იქნებ, ბიძია-მამიდა ტევტებსაც გადაუთარგმნოთ, საიდან მოდის მეორე ფრონტის ამბავი
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„აბა, უკუღმა მედასავლეთეებო, დანილოვის რუსული გახსოვთ კიდევ, თუ სსსრ-იდანვე ანგლოსაქსური განათლებით ხართ აღჭურვილები. იქნებ, ბიძია-მამიდა ტევტებსაც გადაუთარგმნოთ, საიდან მოდის მეორე ფრონტის ამბავი, გაუგებრობაში რომ არ დარჩნენ”, – წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, მაშინ მიბაძოს უკრაინას და დაიცვას ისინი.