უგანდაში წყალდიდობას, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა

უგანდაში ბუგისუს, მბალესა და კაპჩორვას რაიონებში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შესაბამის მონაცემს ქვეყნის მთავრობა და ,,წითელი ჯვარი,, ავრცელებენ.

უგანდის ,,წითელი ჯვარმა,, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები გაგზავნა.

უგანდის აღმოსავლეთს ძლიერი წვიმა ხანგრძლივი გვალვის შემდეგ დაატყდა.

ზოგადად, ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონი ძლიერი წვიმის შემდეგ დატბორვისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ მთელი ქვეყანა ბუნებრივი კატასტროფების წინაშე დაუცველია.

მაგალითად, 2018 წელს ბუდუდას რაიონში წყალდიდობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრმა სახლები დატოვა; 2010 წლის დასაწყისში ასევე ბუდუდაში, დაახლოებით, 80 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები