არჩილ თალაკვაძე: საქართველოს არსებობის 5 000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

“საქართველოს არსებობის 5 000-წლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. ვიმყოფებით რთულ რეგიონში, საფრთხეებით და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას და ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პოსტში, რომელიც დადებიდან 10 წუთის შემდეგ წაიშალა, მედვედევი წერდა, რომ 1801 წლამდე საქართველოს სახელმწიფო არ არსებობდა. პოსტში ასევე ეწერა: „ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან, შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება”.

​მედვედევის თანაშემწის, ოლე ოსიპნოვის განცხადებით, მედვედევის Vkontakte-ს ანგარიში უცნობმა პირებმა გატეხეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები