Bloomberg: ჩინეთმა ტაივანიდან იმპორტი აკრძალა

ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტი აკრძალა, – წერს Bloomberg-ი.

პეკინმა აკრძალვის შესახებ განცხადება 1-ელ აგვისტოს საღამოს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ.

იმპორტის აკრძალვას 3000-მდე საქონელი დაექვემდებარება, მათ შორის: ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, თაფლი, ჩაი და სასოფლო-სამეურნეო სხვა პროდუქტები.

“შეზღუდვა შეეხება 180-ზე მეტ კვების კომპანიას და 700-მდე თევზსაჭერ ნავს, რაც კუნძულზე სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სექტორებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს კუნძულზე სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სექტორებს”, – აღნიშნავს “ბლუმბერგი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები