კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა “მაიმუნის ყვავილის” გამო შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მანამდე, ანალოგიური მდგომარეობა კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში გამოცხადდა.
„მაიმუნის ყვავილის” ეპიდემიის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის ფარგლებში, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომ ამ გზით ვაქცინაციას დაუჭიროს მხარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ შტატმა ჩუტყვავილას ვაქცინის 61 ათასზე მეტი დოზა უკვე მიიღო.
კალიფორნიის ხელისუფლება მეტი დოზის მიღების მიზნით ფედერალურ მთავრობასთან ითანამშრომლებს.