ადამ კინზინგერი: ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, ეს სრულიად მცდარია

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ ცდილობს, რომ უკრაინაში ბრძოლა ისე დასრულდეს, რომ ქვეყანამ არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგოს.

„რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ: აშშ ცდილობს, უკრაინაში ბრძოლა დაასრულოს ისე, რომ უკრაინამ არც ერთი სანტიმეტრი დაკარგოს. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. ეს სრულიად მცდარია“, – წერს კონგრესმენი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები